13-04-2020
თბილისის ინფექციურ საავადმოფოში მოთავსებულ სასულიერო პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
ანალიზის პასუხები კლინიკაში რამდენიმე წუთის წინ მიიღეს. პაციენტი, რომელიც ინფექციურშია მოთავსებული, დედაქალაქში მოქმედი ერთ-ერთი ეკლესიის მოძღვარია, მას აღენიშნებოდა ცხელება და კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.