გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ისაკაძე: ბერმუდის კუნძულების უზენაესმა სასამართლომ პროცესზე ,,ბიძინა ივანიშვილი ,,კრედიტ სუისის“ -ის წინააღმდეგ“ , განაჩენი ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ გამოიტანა

13-04-2020

ბერმუდის კუნძულების უზენაესმა სასამართლომ ბიძინა ივანიშვილი ,,კრედიტ სუისის“ -ის წინააღმდეგ, განაჩენი ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ გამოიტანა და შვეიცარული ბანკის სადაზღვევო ოფისის წარმომადგენლობას, რომლებიც ბერმუდის კუნძულებზე საქმიანობს, შიდა დოკუმენტაციის გამჟღავნება დაავალდებულა,- ამის შესახებ გიორგი ისაკაძემ საავტორო გადაცემაში ისაუბრა.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბერმუდის კუნძულებზე სასამართლო პროცესი უკვე ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს და ის, საქართველოს უმდიდრესი მოქალაქის ქონების მნიშვნელოვან ნაწილს ეხება, ამბობს ისაკაძე და დეტალურად საუბრობს დავაზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების სახელზე განხორციელებულ პირად სადაზღვევო შენატანებს ეხება.

,,ამბავი, რომელიც კვლავ საქართველოს უმდიდრეს ადამიანს უკავშირდება და დაუმსახურებლად გამოგვრჩა პანდემიის ფონზე - 2020 წლის 11 თებერვალს ბერმუდის კუნძულების უზენაესმა სასამართლომ ბიძინა ივანიშვილი ,,კრედიტ სუისის“ -ის წინააღმდეგ, განაჩენი ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ გამოიტანა და შვეიცარული ბანკის სადაზღვევო ოფისის წარმომადგენლობას, რომლებიც ბერმუდის კუნძულებზე საქმიანობს, შიდა დოკუმენტაციის გამჟღავნება დაავალდებულა - საუბარია თაღლითურ ტრანზაქციებთან მიმართებით, ,,კრედიტ სუისი“ -ის თანამშრომელთა ელექტრონული ფოსტის მიმოწერაზე, ასევე აუდიტორული კომპანია ,,პრაის უოთერ ჰაუს“ - ის მიერ მომზადებულ დასკვნაზე, რომელიც ბანკის შიდა კონტროლის მექანიზმის გამართულობას ეხება. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბერმუდის კუნძულებზე სასამართლო პროცესი უკვე ერთ წელიწადზე მეტია მიმდინარეობს და ის საქართველოს უმდიდრესი მოქალაქის ქონების მნიშვნელოვან ნაწილს ეხება.

დავა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების სახელზე პირად სადაზღვევო შენატანებს ეხება. დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ ივანიშვილმა ბერმუდის კუნძულებზე ,,Credit Suisse Life“ -ის ოფისს $755 მილიონის მოცულობის დეპოზიტი მიანდო. ეს შენატანი სადაზღვევო პრემიის სახეს ატარებდა და მის ინვესტირებაზე პასუხისმგებელი თავად შვეიცარული ბანკი გახლდათ, 2015 წელს კი ბიძინა ივანიშვილმა აღმოაჩინა, რომ ამ სადაზღვევო სქემიდან $400 მილიონი გაქრა, რაც ,,კრედიტ სუის“ -ში მისი ყოფილი პირადი ბანკირის პატრიკ ლესკადრონის მიერ განხორციელებულ თაღლითურ ოპერაციებს უკავშირდება. ივანიშვილი საჯაროდ ამ საქმეზე სულ რამდენიმე განცხადებით შემოიფარგლა - ,,რა დროც არ უნდა დასჭირდეს , ამ საქმეზე არ დავიხევ უკან“, - 2019 წელს, ბიძინა ივანიშვილმა კომენტარი ისევ მისთვის გამორჩეულ ბლუმბერგს მისცა. თავად ,,კრედიტ სუისი“ კი ამ და კიდევ რამდენიმე სხვა სკანდალის გამო რეპუტაციული სერიოზული ზიანის წინაშე დადგა და 2020 წლის თებერვალში ბანკის აღმასრულებელი ტიჯანე თაიმი თანამდებობიდან გადადგა, ბიძინა ივანიშვილმა კი ბანკს ბერმუდის კუნძულებზე, შვეიცარიაში, სინგაპურსა და ახალ ზელანდიაში უჩივლა.

,,კრედიტ სუის“ - ის აღმასრულებლებმა, არაერთხელ განაცხადეს, რომ ბანკს წლების განმავლობაში მიმდინარე სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა, რომ თაღლითური სქემის ავტორი მხოლოდ დაკავებული პირადი ბანკირია. პირადი ბანკირი, პატრიკ ლესკადრონი, სასამართლო განხილვის დაწყებამდეც აღიარებდა დანაშაულს. მისი თქმით, ივანიშვილის ხელმოწერა 2008 წლიდან მოყოლებული ყალბდებოდა მის მიერ და ხელმოწერის გაყალბებით აფორმებდა გარიგებებს, რომელზეც ივანიშვილსგან ავტორიზაცია ანუ დასტური არ ჰქონდა მიღებული.

“ასეთი თაღლითობა არც 1990-იანების ველურ რუსეთში და არც საქართველოს საბანკო სფეროში არ მინახავს,”- Bloomberg-თან განაცხადა ივანიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930