გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ინფექციურში კვლევა ჩაუტარდა კიდევ ერთ სასულიერო პირს, რომელსაც კორონავირუსი არ დაუდასტურდა

14-04-2020

ინფექციურ საავადმყოფოში კვლევა ჩაუტარდა ერთ-ერთი ტაძრის მამაოს, რომელთანაც ნეგატიური პასუხი მივიღეთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

მისი თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში არის განყოფილება, რომელშიც ის პაციენტები გადაჰყავთ, რომლებსაც კორონავირუსი არ უდასტურდებათ, თუმცა სხვა ვირუსული ინფექცია აქვთ.

„სასულიერო პირი გადაყვანილია სხვა განყოფილებაში, როგორც სხვა ვირუსული ინფექციის მქონე. ინფექციურ საავადმყოფოში არის განყოფილება, რომელშიც გადაგვყავს ის პაციენტები, რომლებზეც ნეგატიური პასუხი მოდის, მაგრამ ვიდრე არ გამოჯანმრთელდებიან, იზოლირებულად გადიან მკურნალობის კურსს. დღეს დილით მამაოს ტემპერატურა აღარ აქვს და შესაძლოა, დღის განმავლობაში დატოვოს კიდეც კლინიკა“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსი 296 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 68 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

imedinews

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930