გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ისრაელის საელჩომ და MASHAV-მა ურეკში მდებარე ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრ „სერაფიმი“-ს კეთილმოწყობაში მიიღეს მონაწილეობა

14-04-2020

ისრაელის საელჩომ და MASHAV-მა ურეკში მდებარე ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრის „Seraphim/სერაფიმი“-ს კეთილმოწყობაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც ახლა უკვე ცენტრალური გათბობით უზრუნველყოფილი იქნება.

"მოხარული ვართ, რომ ისრაელის საელჩომ და MASHAV -მა თავისი წვლილი შეიტანა ბავშთა რეაბილიტაციის ცენტრის „Seraphim/სერაფიმი“-ს კეთილმოწყობაში, რომელიც ახლა უკვე უზრუნველყოფილი იქნება ცენტრალური გათბობით.

ცენტრი „სერაფიმი“ მდებარეობს ურეკში და აშენდა Charity Foundation Seraphim-ის მიერ. ის ეხმარება ოჯახებს, სადაც იზრდებიან ბავშვები განსაკუთრებული საჭიროებებით. „სერაფიმი“ სპეციალიზირებულია ბავშვების ადრეული ასაკიდან მხარდაჭერაზე და ახორციელებს ამას ოჯახის ფინანსური მონაწილეობის გარეშე.

ფონდმა შენობის მოწყობა 2019 წელს დაიწყო, რის შესახებ ჩვენ ბატონმა ზურაბ ნასარაიამ, გურიის გუბერნატორმა გვაცნობა, რომელთან ჩვენ ასევე ხანგრძლივი ურთიერთობა გვაკავშირებს სხვადასხვა საგანმანათლებლო და საქველმოქმედო პროექტების სახით. სწორედ მისი შუამდგომლობით მოხდა ისრაელის საელჩოსა და მაშავის (Mashav - ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო) რესურსების მობილიზება, რათა უზრუნველეყო ეს უნიკალური ცენტრი ცენტრალური გათბობისა და კონდიცირების სისტემით.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა სერაფიმის ცენტრის დამფუძნებელს, ქალბატონ ლია სერგეევას, იმ მნიშვნელოვანი საქველმოქმედო საქმიანობისათვის, რომელსაც ის წლებია ეწევა შშმ ბავშვებისთვის განსაკუთრებული პირობებისა და გარემოს შესაქმნელად"-აცხადებენ ისრაელის საელჩოში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930