გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ივანე მაჭავარიანი: ჩვენ შეგვიძლია რეალურად გარდატეხა მოვახდინოთ სიტუაციაში, რაც მოგვცემს ეკონომიკის გახსნის შესაძლებლობას

15-04-2020

ჩვენ შეგვიძლია რეალურად გარდატეხა მოვახდინოთ სიტუაციაში, მნიშვნელოვნად შევამციროთ ვირუსის გავრცელების ტემპი, რაც მოგვცემს ეკონომიკის გახსნის შესაძლებლობას, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა „ღამის კურიერში“ საუბრისას.

მისი თქმით, ხელისუფლებას აქვს ეკონომიკის გახსნის ეფექტური გზა, რომელიც ეყრდნობა სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას.

„ამჟამად, ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ როგორ და რამდენად მალე დავძლევთ პანდემიის გამოწვევას. ამისთვის გადამწყვეტი იქნება შემდეგი ორი-სამი კვირა. დღეს პრემიერმა ისაუბრა და მინდა დავადასტურო, რომ არსებობს ეკონომიკის გახნის ეფექტური გზა. ჩვენ გავითვალისწინეთ ავსტრიის, დანიის და სხვა ქვეყნების მაგალითები თუ რა ეტაპებად, რა ფაზებად უნდა მოხდეს ეკონომიკის გახსნა. თუმცა, იმისთვის, რომ ეკონომიკა გაიხსნას, მთავარი წინაპირობაა ვირუსის გავრცელების ტემპის შენელებაა,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მან ისაუბრა იმ სექტორებზე, რომელთა გახსნაც შესაძლებელია აღნიშნული მიზნის მიღწევის შემდეგ.

„პირველ რიგში, იხსნება ის სექტორი, სადაც შედარებით დაბალია ვირუსის გავრცელების რისკი. შემდეგი ორი კვირა ხდება სიტუაციის მონიტორინგი. შემდეგ, უკვე იხსნება შედარებით მაღალი რისკის შემცველი სექტორები და ა.შ. რეალურად, ეკონომიკის გახსნა რამდენიმე ფაზას მოიცავს. სწორედ ამ ფაზების განვითარება იქნება ყველაზე მძლავრი მხარდაჭერა თვითდასაქმებულებისთვის, ინდმეწარმეებისთვის, ბაზრობებზე მომუშავე ადამიანებისა თუ სხვა სფეროში მოღვაწე ჩვენი მოქალაქეებისთვის. თუკი ყველა 2-3 კვირის განმავლობაში მაქსიმალურად მკაცრად დავიცავთ დადგენილ წესებს, გვიჩნდება რეალური შანსი მივიღოთ დინამიკის შემცირების ისეთი სურათი, რომელიც საშუალებას მოგცვემს ვისაუბროთ ეკონომიკის გახსნაზე,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

მისი თქმით, დღეს, საქართველოს სხვა ქვეყნებთან შედარებით აქვს ვირუსთან ბრძოლის წარმატებული მაგალითი და არსებობს ყველა შესაძლებლობა იმისა, რომ თუკი მოხდება სოციალური დისტანცირების მკაცრად დაცვა, ქვეყანა შეძლებს ყველაზე ადრე შეიტანოს გარდატეხა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით და დაიწყოს ეკონომიკის აღდგენა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930