გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ლენდო“-ს დაყაჩაღებაში ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნეს

20-03-2018

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ყაჩაღობაში ბრალდებული პირი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით დამანშავედ ცნო.
ამასთან დაკავშირებით საქართველოს მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ.

„ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობაში ბრალდებული ზ.ფ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 16 მარტს, ზ.ფ. მივიდა ქ.ზუგდიდში მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდო“-ში და თანამშრომლების მიმართ იარაღის დემონსტრირებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით დაეუფლა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდო“-ს კუთვნილ თანხას - 5055 ლარის ოდენობით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
2018 წლის 25 იანვარს ზ.ფ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა) წარედგინა. 
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ზ.ფ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით, 4 თვის და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“- ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930