გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიკა ქობულაძე: პანდემიის დაწყების დღიდან, მიშისტური მედიის ძირითადი თემების მიზანი იყო , მოსახლეობას ჩვენი სახელმწიფოს და ჯანდაცვის სისტემის იმედი არ ჰქონოდა

15-04-2020



რუსული დეზინფორმაციის მეთოდები დაუჯერებელ უნისონშია ქართული მედიის მიშისტური ფრთის მეთოდებთან . ხანდახან სულაც არ არის საჭირო ,,ფეიკი“ გამოიყენო. ის შეიძლება იყოს წინააღმდეგობრივი ინფორმაციაც, ვიღაცის განსხვავებული აზრი იმისათვის, რომ ადამინებს სახელმწიფოებისა და ჯანდაცვის სისტემების მიმართ რწმენა შეურყიო, რომ ისინი ვერ შეძლებენ, ვერ მოახერხებენ პრობლემის მოგვარებას. ამიტომაც არის ეს ძალიან საშიში, -POSTV-ის ანალიტიკოსი ნიკა ქობულაძე პოლიტიკური კომენტარში ,,ოპოზიციური მედია რუსული დეზინფორმაციის კვალდაკვალ“ პიტერ სტანოს ინტერვიუზე საუბრობს, სადაც ყურადღება იმ ინფორმაციულ სააფრთხეებზეა გამახვილებული, რომელიც კორონავირუსის პანდემიის ჟამს შესაძლოა საზოგადოებას შეექმნას.


ანალიტიკოსი თქმით, შეიძლება უბრალოდ დეზინფორმაციულ ომში მონაწილე მხარეებს მსგავსი მეთოდები გამოუმუშავდებათ, მაგრამ ძალიან საეჭვოა, როდესაც რუსული და მიშისტური პროპაგანდის მეთოდოლოგია ლამის იდენტურია.


ნიკა ქობულაძე იხსენებს ბოლო პერიოდში ზოგიერთი მედიასაშუალების თემებს, რომელიც პანდემიის დაწყების დღიდან მუსირებს და ამბობს, რომ ისინი თავიდან ბოლომდე აწყობილია წინააღმდეგობრივი ინფორმაციის მიწოდებაზე, რომ ადამიანები მაქსიმალურად ვერ გაერკვნენ სიტუაციაში. ანალიტიკოსს მაგალითად მოჰყავს სწრაფ ტექსტებთან დაკავშირებული ვაქხანალია, რომელიც ზოგიერთმა მედიამ მოაწყო მიუხედავად იმისა, რომ ყველა ექსპერტი, მათ შორის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამბობდა, რომ ეს იმ მომენტისთვის საჭირო არ იყო. ქობულაძის თქმით, ამ ვაქხანალიის მთავარი მიზანი იყო ის, რომ მოსახლეობას არ ჰქონოდა იმედი ჩვენი სახელმწიფოს და ჯანდაცვის სისტემის.

,,კორონავირუსის პანდემიის დროს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოწვევა რაც ჩვენ ადამიანებს გვაქვს, გარდა იმისა რომ დავრჩეთ სახლში და დავიცვათ იზოლაცია-კარანტინს წესები არის ისიც, რომ ვიყოთ კარგად ინფორმირებულები და არ გავხდეთ სხვადასხვა პოლიტიკური დეზინფორმაციის თუ ფეიკების მსხვერპლი იმიტომ, რომ თუ სხვა დროს პოლიტიკური თუ სხვა სახის ფეიკებს მარტო პოლიტიკური პრობლემები შეიძლება შეექმნა, ახლა საქმე ადამიანების ჯანმრთელობას ეხება და სინამდვილეში ძალიან საშიშია. ახლახანს ინტერნეტში ხეტიალისას ერთ კარგ ანალიტიკურ ინტერვიუს წავაწყდი, ამერიკის ხმის რუსულ განყოფილებას ინტერვიუ მისცა ევროკავშირის სპიკერმა პიტერ სტანომ, რომელიც საუბრობს იმ ინფორმაციულ საფრთხეებზე რომელიც ამ კორონავირუსის პანდემიის ჟამს შეიძლება შეექმნას ჩვენს საზოგადოებას. ბატონი სტანო ევროკავშირის ,,EastStratcom Task Forse'' წარმომადგენელია, რომლებიც ფეიკებს და სხვა.დეზინფორმაციებს გამოავლენენ და ებრძვიან. ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში ის აქცენტს რუსეთზე და მასთან დაკავშირებულ რესურსებზე აკეთებს, მათ მეთოდებზე და თუ რას იყენებენ დეზინფორმაციებისთვის. თითქოს არაფერი, რუსეთი რომ გლობალურ დეზინფორმაციულ ომში ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა, ნამდვილად არ არის სიახლე, მეტიც, ლამის აქსიომაა თანამედროვე სამყაროში, ამ ინტერვიუშიც ეს კარგად მტკიცდება: მაგალითად, ბატონი სტანო საუბრობს, რომ მხოლოდ იანვრის შუა პერიოდიდან მოყოლებული, თითქმის 150-მდე ფეიკი და დეზინფორმაცია იქნა გამოვლენილი, რუსული ან რუსეთთან აფელირებული მედიის მიერ გავრცელებული. მაგალითად, თავდაპირველად რუსეთთან აფელირებულმა მედიამ გაავრცელა, რომ კორონავირუსი არანაირ საფრთხეს არა წარმოადგენს და დასავლეთის დეზინფორმაციაა, თუმცა მალევე თავად განაცხადეს რომ ის გლობალური საფრთხეა კაცობრიობისთვის. ჩვენთვის საინტერესო ეს ინტერვიუ იმით, რომ რომ რუსული დეზინფორმაციის მეთოდებზე საუბრისას აღმოჩდნა რომ ის დაუჯერებელ უნისონშია ქართული მედიის მიშისტური ფრთის მეთოდებთან. მაგალითად, ბატონი სტანო რუსეთის კონტროლირებად ან მასთან აფელირებულ მედიაზე საუბრისას ამბობ რომ - მათ გააჩნიათ ტყუილების დიდი არსენალი. ხანდახან სულაც არ არის საჭირო, რომ მაგალითად ფეიკი გამოიყენო , ეს შეიძლება იყოს წინააღმდეგობრივი ინფორმაციაც, ვიღაცის განსხვავებული აზრი, რადგან მათი ამოცანაა საინფორმაციო ველზე იმდენი წინააღმდეგობრივი ინფორმაციების მიწოდება რომ ადამიანებს შეერყათ რწმენა იმის, რომ სახელმწიფოები და ჯანდაცვის სისტემები შეძლებენ მოახერხებენ პრობლემის მოგვარებას, ამიტომაც არის ეს ძალიან საშიში.

ახლა გაიხსენეთ ბოლო პერიოდის მიშისტური მედიის ძირითადი თემები რომელიც პანდემიის დაწყების დღიდან მუსირებს, ის თავიდან ბოლომდე აწყობილია იმდენი წინააღმდეგობრივი ინფორმაციის მიწოდებაზე, რომ ადამიანები მაქსიმალურად ვერ გაერკვნენ სიტუაციაში. კარგად გაიხსენეთ ის ვაქხანალია, რომელიც ამ მედიამ მოაწყო სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით მიუხედავად იმისა, რომ ყველა ექსპერტი, მათ შორის ჯანდაცვის საერთაშორიო ორგანიზაციის ამბობდა, რომ ეს იმ მომენტისთვის არ იყო საჭირო. სინამდვილეში ამ ვაქხანალიის მთავარი მიზანი იყო ერთი რამ, მოსახლეობას არ ჰქონოდა იმედი ჩვენი სახელმწიფოს და ჯანდაცვის სისტემის. ასევე, რუსულ პროპაგანდას გამოარჩევს ისიც, რომ ისინი როგორც წესი, კაგრად ახერხებენ ადაპტაციას ადგილობრივ რეალიებზე და საუბრობენ იმ ქვეყნებზე, სადაც ოპერირებენ. მაგალითად ესპანეთსა და იტალიაში ისინი ძირითადად იმაზე საუბრობენ, რომ თითქოს ევროკავშირმა მიატოვა ეს ორი ქვეყანა და რუსეთიც იძულებული გახდა რომ დახმარებოდა.ზემოაღნიშნულ ინტერვიუში ბატონი პიტერი ამბობს, რომ მათ აღმოაჩინეს რომ მედია, რომელიც ტრადიციულად ავრცელებდა დეზინფორმაციებს, ახლა სულაც არ ამბობს პირდაპირ ტყუილებს - საკმარისია შექმნა გაურკვევლობა კორონავისურთან დაკავშირებით და საინფორმაციო ველი დაბომბო ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციებით, რომლებიც სხვადასხვა პოზიციებს ასახავენ, სხვადასხვა თეორიებს ეყრდნობიან , ამ თეორიების წყაროდ კი გამოიყენო ვიღაც თვითგამოცხადებული ექსპერტები - მაგალითად “ექსპერტმა” რაღაც განაცხადა რუსეთის ტელევიზიასთან ინტერვიუში , მათ კი ეს უბრალოდ გაახმოვანეს, ეს ხომ არ არის ტუილი და და დეზინფორმაცია. არ გეცნობათ? შეიძლება უბრალოდ დამთხვევაა, ხდება ხოლმე რომ მიშისტური მედიის მთავარი მეთოდები ერთ-ერთში ემთხვევა რუსული დეზინფორმაციული ომის მეთოდოლოგიას, ხდება ხოლმე, მაგრამ მაინც, როდესაც ბატონი სტანო საუბრობდა ვიღაც ექსპერტებზე, გაიხსენეთ რამდენი უცხო ტიპი ვნახეთ ბოლო პერიოდის მედიაში- ნიკა გვარამიას კლასელები, სხვადასხვა გაურკვეველი კვალიფიკაციის თუ წარსული “ევროპაში” და “ამერიკაში” მოღვაწე ექსპერტები, რომლებიც პერიოდულად ურთიერთსაწინააღდეგო და წინააღმდეგობრივ რამეებს გეუბნებოდნენ. ბატონი სტანო ინტერვიუს ბოლოში ამბობს, რომ საჭიროა მინიმუმ ორჯერ-სამჯერ მაინც გადამოწმდეს ინფორმაცია, რადგანაც არსებობს ძალა რომელიც ცდილობს თქვენით იმანიპულიროს. რა თქმა უნდა შეიძლება ეს ყველაფერი დამთხვევაა, შეიძლება უბრალოდ დეზინფორმაციულ ომში მონაწილე მხარეებს მსგავსი მეთოდები გამოუმუშავდებათ, მაგრამ რაც არ უნდა იყოს ძალიან საეჭვოა როდესაც რუსული და მიშისტური პროპაგანდის მეთოდოლოგია ლამის იდენტურია'',- ამბობს ნიკა ქობულაძე

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930