15-04-2020
საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 71-მდე გაიზარდა. ქვეყნის მასშტაბით უკვე კორონავირუსის 306 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.
მათ შორის 71 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა.
კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 5034 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 463 ადამიანი რჩება.