გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოთარ ტატიშვილი ლევან რატიანს: ყველა პოზიტიურ ადამიანად გიცნობთ და ძალიან გთხოვთ ახლა გაბრაზდეთ

15-04-2020

ყველა პოზიტიურ ადამიანად გიცნობთ, რა თქმა უნდა ექიმი ასეთიც უნდა იყოს, მაგრამ ახლა გთხოვთ, რომ შეძლებისდაგვარად გამკაცრდეთ, გაბრაზდეთ და მიმართოთ მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ამ პანდემიას არც თუ ისე სერიოზულად უყურებს, - ასე მიმართა „დღის ქრონიკის“ წამყვანმა ოთარ ტატიშვილმა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორს.

ამის საპასუხოდ ლევან რატიანმა განაცხადა, რომ დღეს ძალიან გაბრაზდა, როცა სამსახურში მიდიოდა.

„უამრავი ავტომანქანა დადიოდა. მე არ ვიცი, სად მიდიოდნენ, მაგრამ ერთი რაღაც მინდა ვუთხრა ყველას თუ ამ ეტაპამდე მივაღწიეთ იმ შედეგს, რაც ყველა ქვეყანას, მათ შორის წამყვან ქვეყნებს შურთ, ლეტალობიდან და დაავადების გამოსავლიდან გამომდინარე, ეს ამ ეტაპზე საქართველოს მთავრობის, ჯანდაცვის სამინისტროსა და ნებისმიერი ექიმის დამსახურება იყო, მაგრამ დადგება მომენტი, თუ ადამიანები არ გავხდებით პასუხისმგებლიანი, ჩვენ ამ ომს ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოვიგებთ“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

მისი თქმით, კორონავირუსი ახალია სამყაროსთვის და ერთადერთი, რაც მასზეა ცნობილი, ისაა, რომ „თუ დავიცავთ ფიზიკურ დისტანციას და დავემორჩილებით ყველა წესს, ამ ომს აუცილებლად მოვიგებთ“.

„აქედან გამომდინარე, თუ დავარღვევთ ამ ყველაფერს, ვივლით ქუჩაში, არ დავიცავთ ფიზიკურ დისტანციას და არ მივუთითებთ იმ ყველაფერს, რაც უნდა შევასრულოთ დაწვრილებით, ჩვენი ქვეყანა ამ ომს წააგებს და ეს ყველაფერი იმ უპასუხისმგებლო ადამიანების დამსახურება იქნება, რომლებიც ჩვენი მოსახლეობის მკვლელები იქნებიან“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

imedinews.ge


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930