20-04-2020
იმ ფონზე, როცა ამ ქვეყნის მცირერიცხოვან, მაგრამ მჩხავანა მავნებლებს სურდათ ეკლესიისა და სახელმწიფოს დაპირისპირების გაღვივება. ვერ მივართვით კორონაცკლასტერს! საზოგადოების უდიდესი ნაწილი სახელმწიფოებრივად აზროვნებს,- ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქყვეყნებს და აღდგომის ღამესთან დაკაშირებით საუბრობს.
ანალიტიკოსისი თქმით, რაც უფრო მაქსიმალურად დავიცავთ არსებულ დროებით, არაკომფორტულ წესებს, მით უფრო მალე შეგვეძლება თავისუფალ რეალობაში დაბრუნება.
აბაშიძე საზოგადოებას მოუწოდებს შეინარჩუნონ ეს სულისკვეთება და დარჩნენ სახლში.
ჩემი მეხსიერებიდან ვერასოდეს წაიშლება წუხანდელი აღდგომის ღამის უზომო, დისტანციური სითბო, ერთსულოვნება და სიყვარული. დიდუბეში, შუაღამით, ანთებული სანთლებით, მეზობლები ორი დიდი კორპუსის აივნებზე ვიყავით გამოსულნი ერთმანეთს ვულოცავდით, რიგ-რიგობით საგალობლებს ვრთავდით. ასეთი მრავალი ვიდეო სოცქსელშიც ვიხილეთ. სამწუხაროდ, ვერ მოვასწარი ამის გადაღება, მობილური არც კი გამხსენებია. იმდენად ემოციური და შთამბეჭდავი იყო ის წუთები. თურმე შეგვძლებია ერთობა, სოლიდარობა, თანადგომა, მორჩილება საერთო საქმისთვის, ქვეყნისთვის. იმ ფონზე, როცა ამ ქვეყნის მცირერიცხოვან, მაგრამ მჩხავანა მავნებლებს სურდათ ეკლესიისა და სახელმწიფოს დაპირისპირების გაღვივება. ვერ მივართვით კორონაცკლასტერს! საზოგადოების უდიდესი ნაწილი სახელმწიფოებრივად აზროვნებს. ძალიან გთხოვთ, შევინარჩუნოთ ეს სულისკვეთება. მესმის, რომ დიდი დღესასწაულია, ზოგი ქეიფობს, მაგრამ თვითკონტროლს ნუ დავკარგავთ. რაც უფრო მაქსიმალურად დავიცავთ არსებულ დროებით, არაკომფორტულ წესებს, მით უფრო მალე შეგვეძლება თავისუფალ რეალობაში დაბრუნება. დარჩი სახლში, შენზე ზრუნავენ და ლოცულობენ”,- წერს გია აბაშიძე.