გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
ლაშა ბუღაძე: პარიზელი ჩიტები სასიამოვნოდ სტვენენ, ჩვენები კი აგრესიულად ჭყივიან; თბილისში ჩიტები კი არ ჭიკჭიკებენ, ბღავიან!

20-04-2020

მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე მიიჩნევს, რომ თბილისში ჩიტები არასასიამოვნოდ ჭიკჭიკებენ, მათი პარიზელი თანამოძმეები კი ამ საქმეს გაცილებით მშვიდად და ელეგანტურად ასრულებენ.


ლაშა ბუღაძის აღნიშნული მოსაზრება "რადიო თავისუფლების" ვებ-გვერდზე და გაზეთ "ახალი თაობის" 2014 წლის 16 აპრილის ნომერში გამოქვეყნდა.
გთავაზობთ ფრაგმენტს გამოქვეყნებული მასალიდან:


"რაც პარიზში ჩამოვედი, აგერ უკვე მერამდენე დღეა, ჩიტების ჭიკჭიკი მაღვიძებს, და რა ვქნა, მეჩვენება, რომ აქაური ჩიტები ბევრად უფრო მშვიდად, მძინარის შეუწუხებლად და ელეგანტურად ჭიკჭიკებენ, ვიდრე ჩემი თანამემამულე, გამწარებული ქართველი (ან საქართველოში შეყოვნებული) ჩიტები.


ჩიტები თბილისშიც აქტიურად იკრიბებიან ჩემი სახლის ფანჯრებთან ან (ახლო¬მახლო არსებულ ხეებზე) და მიუხედავად მათდამი ჩემი პატივისცემისა, ვერ ვიტყვი, რომ დიდად კმაყოფილი ვიღვიძებ ამათი ჭიკჭიკის ქვეშ.


ხალხო, არ იფიქროთ, რომ ამჯერად ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების საგულშემატკივრო ტექსტს ვწერდე, მაგრამ ტყუილს ვერ ვიტყვი. ერთკვირიანი დაკვირვების შემდეგ საბოლოოდ დავრწმუნდი თბილისელი და პარიზელი ჩიტების განსხვავებულობაში: აქაურები სასიამოვნოდ სტვენენ, ჩვენები კი აგრესიულად ჭყივიან!


თავიდან ვფიქრობდი, რომ მეჩვენება (აკი ამიტომაც ვახსენე “განწყობის თეორია”), თუმცა როცა აქ მცხოვრებმა ქართველებმაც იგივე დამიდასტურეს, ჭოჭმანს შევეშვი და სიბრალულით გავიხსენე ჩვენს ტერიტორიულ წყლებსა თუ მის მიღმა მოფრთხიალე ქართველი ფრთოსანები.


მინდა დაგარწმუნოთ, რომ ახლა არანაირ ალეგორიას არ მივმართავ და ჩიტებში მართლაც ჩიტებს ვგულისხმობ, სხვას არავის და არაფერს.


უნდა გესმოდეთ, რა ხმით ჩამჭყივიან ჩიტები თბილისში! კი არ ჭიკჭიკებენ, ბღავიან! ეს არაა სტვენა, ეს განწირულთა წივილია.


შეიძლება თუ არა, რომ ჩიტი ბავშვობისდროინდელი ცურვის მასწავლებლის სასტვენის ხმას უშვებდეს? როგორც ჩანს, შეიძლება, რაკი ჩვენი ჩიტები ნევროტულად და გაბმულად წივიან.


აუცილებლად უნდა ჩავწერო პარიზელი ჩიტების ჟღურტული და მერე ჩვენებს შევადარო, გაოგნდებით, ისეთ სხვაობას მიიღებთ.


საქართველოში ერთი ჩიტი ბუდობს ჩემს მახლობლად და უკვე წლებია (!) კაი გაბრაზებული პენსიონერი ქალბატონის ხმით გმინავს. რას ვუშვებით ამ ჩიტებს არ მესმის! ჩვენგან გადაუდით აგრესია?"-წერს ლაშა ბუღაძე.


მისივე თქმით, ასევე დიდი განსხვავებაა "თბილისელ" და "პარიზელ" ძაღლებს შორის.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930