20-04-2020
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მრევლს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს კიდევ ერთხელ ულოცავს.
პატრიარქი გარდაცვლილთა სულებს უფალს ავედრებს და მაცხოვარს მათ მიერ ჩადენილი ცოდვების მიტევებას სთხოვს.
„საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის წევრ ღვთითკურთხეულ შვილებს: კიდევ ერთხელ ყველას გულითადად გილოცავთ ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ამ დღემ განსაკუთრებული მადლი მოჰფინა ქვეყანას. ჩვენც გოლგოთა გავიარეთ და აღდგომის თანაზიარნი გავხდით.სრულიად საქართველოს ვულოცავ და ვავედრებ უფალს; ვავედრებ ჩვენს წინაპრებს, თითოეული თქვენგანის იმქვეყნად წასულ ოჯახის წევრსა და ყველა თქვენგანის სახელით შევთხოვ მაცხოვარს, თავისი წყალობა მოჰფინოს მათ უკვდავ სულებს, შეუნდოს შეცოდებანი ნებსითნი და უნებლიეთნი და საყოფელსა მართალსა დააწესოს ისინი, ამინ!“ - ნათქვამია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.