20-04-2020
რუსეთში კორონავირუსის აფეთქების პიკი ჯერ კიდევ წინაა, რადგან მთელი ქვეყანის მასშტაბით კოვიდინფექციის სულ უფრო მეტი შემთხვევა ფიქსირდება - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დღეს, 20 აპრილს ჯანდაცვის სისტემის სპეციალისტებთან გამართულ ვიდეოკონფერენციაზე განაცხადა.
„ეპიდემიის გავრცელება, სამწუხაროდ, გრძელდება. კორონავირუსით ინფიცირებული მოქალაქეების რიცხვი იზრდება და ეს არ ეხება მხოლოდ მოსკოვს“, - განაცხადა პუტინმა ვიდეოკონფერენციაზე.
მანამდე კი პუტინი აცხადებდა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა ადრეულ ეტაპზევე დაიწყო, თუმცა რუსეთის მთავრობის ოფიციალური შეფასებები პესიმისტური აღმოჩნდა.
„მოსკოვსა და მის შემოგარენში კვლავ ფიქსირდება კორონავირუსის შემთხვევები, მაგრამ ქვეყნის რეგიონები დედაქალაქს ორი-სამი კვირით ჩამორჩება“, - აღნიშნა რუსეთის ვიცე-პრემიერმა ტატიანა გოლიკოვამ.
ექსპერტების შეფასებით, პანდემიის პიკი ჯერ ისევ წინ არის და ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს პიკი დავძლიოთ“, - აღნიშნა პუტინმა.
20 აპრილის მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსის 77 000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. კოვიდინფექციით ქვეყნის მასშტაბით 405 ადამიანი გარდაიცვალა.