21-04-2020
"დადასტურებული დიაგნოზით შეგვემატა ერთი პაციენტი, ერთი გამოჯანმრთელებული უკვე გაეწერა, ხოლო 1-ს, მოზარდს, უკვე დადასტურდა განკურნება და დღეს გაეწერება. ახალი ინფიცირებული შუახნის ქალბატონია, იგი ბოლნისის კლასტერიდანაა",- ამის შესახებ აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაკა სონღულაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ დროისთვის კლინიკაში 54 პაციენტია, რომელთაგან 14-ს კორონავირუსზე კვლევა დღეს ჩაუტარდება. ინფიცირებული პირებიდან 4 პაციენტი საყურადღებო რჩება, დაანრჩენი პაციენტების მდგომაერეობა დამაკმაყოფილებელია.