გაიგე განსხვავებული

კვირა, ივნისი 01, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
დაუცველი ბავშვები - ცხინვალში, საცირკო წარმოდგენისას, მომთვინიერებელს ფოცხვერი დაესხა თავს

21-04-2020

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეო და წერენ, რომ ცხინვალში, საცირკო წარმოდგენისას, მომთვინიერებელს ფოცხვერი დაესხა თავს.


უდიდესი აღშფოთება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ მაყურებლები არენასთან ძალიან ახლოს იყვნენ და, ამასთან, საერთოდ დაუცველები თავდასხმისგან. პირველ რიგებში ბავშვები ისხდნენ მშობლებთან ერთად – არენასა და მათ შორის არანაირი წინაღობა არ იყო, უბრალოდ ბადეც კი არა.


„წარმოდგენის ორგანიზატორები, როგორც ჩანს, ფიქრობენ, რომ აქ ზედმეტი ბავშვები გვყავს“, – წერენ სოციალურ ქსელ Telegram-ში.


საზოგადოებას ამ ბიზნესის უკონტროლობაც აშფოთებს:


„ეს მეორეხარისხოვანი ცირკებია, რომლებსაც ცხოველების მოვლისა და შენახვის შესაბამისი პირობები არ გააჩნიათ. უფრო მეტიც, მათ ძირითადად უფრო მსხვილი ცირკების მიერ ჩამოწერილი ცხოველები ჰყავთ. ასეთ ბიზნესები სადმე უნდა წავიდნენ და მიდიან იქ, სადაც მათ არავინ გააკონტროლებს“, – წერენ Telegram-ში.





jame-news.net

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30