გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჩეჩნეთის საზღვართან რუსული სამხედრო ძალების გადაადგილება შეინიშნება

21-04-2020

ჩეჩნეთში ნადერეცნიკის სასაზღვრო ოლქთან რუსული ფედერალური ძალების გადაადგილება შეინიშნება. ინფორმაციას "ნოვაია გაზეტა" ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, ურალის სამხედრო ძალების მანქანების გადაადგილება ადგილობრივებმა შენიშნეს. მათი თქმით, მანევრების შესახებ წინასწარ ინფრომირებული არ ყოფილან. ჯერჯერობით უცნობია, რას უკავშირდება ნადერეცნიკის რაიონის მახლობლად ფედერალური ძალების გამოჩენა. რუსეთის თავდაცვის უწყებაში ფაქტის შესახებ კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა.

ცნობისთვის, ჩეჩნეთის საზღვარი რუსეთთან, კორონავირუსის პანდემიის გამო, ჩაკეტილია.

pia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031