21-04-2020
ჩრდილოეთ ოსეთში თვითიზოლაციის წინააღმდეგ გამართული საპროტეტსო აქციის ორგანიზატორს, ოპერის მომღერალ ვადიმ ჩელდიევს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. მან შიმშილობა გამოაცხადა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ვადიმ ჩელდიევს სამართალდამცავის მიმართ ძალადობაში ედება ბრალი. გამოცემის ცნობით, მან საპროტეტსტო აქციის ორგანიზება სოციალური ქსელით განახორციელა.
ცნობისთვის, გუშინ ვლადიკავკაზის ცენტრში მოქალაქეებმა თვითიზოლაციის რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს. მათი განცხადებით, შექმნილი ვითარების გამო, სამსახურები დაკარგეს. აქტივისტებმა რესპუბლიკის მეთაურის ვიაჩესლავ ბითაროვის გადადგომა მოითხოვეს. აქცია სპეცრაზმმა დაშალა, რა დროსაც აქტივისტების ნაწილი დააკავეს.