21-04-2020
COVID-19-ის პრევენციის მიზნით ონის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ღონისძიება ხორციელდება. მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობის ინფორმირება ქვეყანაში და ჩვენს რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე, ასევე მუნიციპალიტეტის მხრიდან განხორციელებულ აქტივობებზე.
მერის წარმომადგენელი ლევან შერაზადიშვილი მოხალისეებთან ერთად, ქალაქ ონში არსებულ ყველა სასურსათო მაღაზიას ეწვია, დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა, საჩუქრად პირბადეები, საინფორმაციო ბუკლეტები და სტიკერები დაურიგა, რომელიც მოიცავდა რეკომენდაციებს ვირუსის გავრცელების რისკების შესამცირებლად.