22-04-2020
კანადაში ქალი სიკვდილისგან მკერდის სილიკონის იმპლანტმა იხსნა. ამის შესახებ CNN-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა ტორონტოში, 2018 წელს მოხდა, თუმცა ექიმებმა მასზე დაწერილი სტატია სამედიცინო ჟურნალ SAGE-ში ახლა გამოაქვეყნეს. 30 წლის ქალს ცეცხლსასროლი იარაღიდან პირდაპირ მკერდის არეში ესროლეს, თუმცა სილიკონის იმპლანტმა ტყვიას ტრაექტორია შეუცვალა და ქალის ორგანოები არ დაზიანებულა.
ექიმებმა პაციენტს იმპლანტი ამოაცალეს, ჭრილობა დაუმუშავეს და ანტიბიოტიკები დაუნიშნეს. ის საკმაოდ სწრაფად გამოჯანმრთელდა. სპეციალისტების აზრით, იმპლანტების გარეშე მდგომარეობა გაცილებით სერიოზული იქნებოდა - ტყვიის ტრაექტორიის გათვალისწინების, მას ქალის გულის დაზიანება შეეძლო.
სამედიცინო ლიტერატურაში კიდევ 4 ასეთი შემთხვევაა აღწერილი, როცა იმპლანტები ტყვიის მოძრაობას ანელებდნენ და ადამიანს სიცოცხლეს უნარჩუნებდნენ.