გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იმნაძე: ძნელია, შვედი შეადარო ქართველს ცხოვრების წესით, ქართველი უნდა შევადაროთ იტალიელს, ესპანელს

22-04-2020

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, იგი  იძულებული გახდა თანამოქალაქეები  დაეზაფრა, რათა ხალხს რეალობისთვის თვალი გაესწორებინა და სიფრთხილე გამოეჩინა. მისივე თქმით, ცხოვრების წესით ქართველი არა შვედს, არამედ იტალიელსა და ესპანელს უნდა შევადაროთ. 


ამის შესახებ იმნაძემ ღამის კურიერის ეთერში განაცხადა.


"

მინდა ბოდიში მოვიხადო, რაღაც ეტაპზე მე იძულებული გავხდი, ჩემი თანამოქალაქეები ზედმეტად დამეზაფრა, ოღონდ მე გამოვდიოდი სუფთა რეალობიდან და რეალური საფრთხე დავანახე. შვედებმა ეს გააკეთეს, ამიტომ ჰყავთ 5-ჯერ მეტი დაღუპული, ვიდრე მეზობლებს. ხანდახან საჭიროა, რომ რეალობას ჩავხედოთ თვალებში, რა გველოდა .

შვედები კარგი მაგალითია, ისინი წყნარი ხალხია, ნორდიკული ხალხია, ცხოვრების წესი აბსოლუტურად სხვანაირი აქვთ, შვედების 50%ი ცალკე, მარტო ცხოვრობს, სოციალურ დისტანცირებაზე მთავრობის მოწოდება არ სჭირდებათ, ერთ მეტრზე ახლოს მაინც არ უახლოვდებიან. ძალიან ძნელია, შვედი შეადარო ქართველს, ცხოვრების წესით. ქართველი უნდა შევადაროთ იტალიელს, ესპანელს,"- განაცხადა იმნაძემ.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031