22-04-2020
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მეხუთე პაციენტი გარდაიცვალა. ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით უკვე კორონავირუსის 411 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.
მათ შორის 98 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 5 გარდაიცვალა.
კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 5160 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 579 ადამიანი რჩება.