გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარინა ეზუგბაია: COVID-19-ის სამი ახალი შემთხვევის წყარო ცნობილია

22-04-2020


ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში COVID-19-ის  სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა,  ხოლო  კიდევ 1 პაციენტი გამოჯანმრთელდა. მისივე თქმით, ახალი შემთხვევებიდან 2 ბოლნისის, ერთი კი სვანეთის კლასტერს უკავშირდება. 



"გუშინ დილას ამ პერიოდისთვის, როგორც იცით, გვქონდა 408 დადასტურებული შემთხვევა, დღეს დილას დაგვემატა ჯერჯერობით სამი დადასტურებული და გვაქვს 411 დადასტურებული შემთხვევა. ამ სამი ადამიანის წყარო ცნობილია. ეს არის ბოლნისის სასწრაფოს წყაროებიდან და სვანეთის წყარო. გამოჯანმრთელებულები გუშინ საღამოს გვყავდა 97, დღეს ჩვენთან დაემატა ერთი და გახდა 98. აქედან გამომდინარე, თუ შევაჯერეთ ამ მონაცემებს დადასტურებულ შემთხვევებს და გაწერილ პაციენტებს შორის, ამ ეტაპზე 313 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას კოვიდის ცენტრებში," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930