გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიკოლ ფაშინიანის ხველის ამსახველი კადრების გაჟონვის გამო სომხეთის საზმაუწყებლის ხელმძღვანელი გადადგა

22-04-2020

სომხეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის აღმასრულებელი დირექტორი მარგარიტა გრიგორიანი თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც ინტერნეტში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ხველის ამსახველი კადრები გავრცელდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ინტერნეტში გავრცელებული ვიდეო ნიკოლ ფაშინიანის ხალხისადმი მიმართვის მომზადების დროსაა ჩაწერილი, რომელიც სომხეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის ეთერში გადაიცემოდა. კადრებში სომხეთის პრემიერი ახველებს და წამლებს სვამს.

ტელევიზიის ყოფილმა ხელმძღვანელმა აიღო პასუხისმგებლობა ვიდეოკადრების გაჟონვის გამო და მისი ორგანიზატორები „კოლეგიალური ეთიკის ნორმების დარღვევაში“ დაადანაშაულა. მარგარიტა გრიგორიანთან ერთად ტელევიზია ვიდეომიმართვის მომზადებაზე პასუხისმგებელმა რამდენიმე თანამშრომელმა დატოვა.

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 400-ს გადააჭარბა, აქედან ლეტალურად 22 შემთხვევა დასრულდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930