გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დედამიწის დღესთან დაკავშირებით სოციალურ მედია ინიციატივა იწყება

22-04-2020

დედამიწის დღე ყოველწლიურად მთელს მსოფლიოში 22 აპრილს აღინიშნება. ეს დღე გლობალურ ინიციატივაა, რომელიც აერთიანებს მილიონობით ადამიანს მთელს მსოფლიოში გარემოს დაცვის მხარდასაჭერად და ჩვენი პლანეტის დასაცავად. ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან თანამშრომლობით იწყებს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ სოციალურ მედია ინიციატივას.

„ეს დღე გლობალური ინიციატივაა, რომელიც აერთიანებს მილიონობით ადამიანს მთელს მსოფლიოში გარემოს დაცვის მხარდასაჭერად და ჩვენი პლანეტის დასაცავად. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ჩვენი ყურადღება მიმართულია COVID 19-სკენ, არ უნდა დაგვავიწყდეს გარემოს დაცვის და კლიმატის საკითხების მნიშვნელობა გრძელვადიან პერსპექტივაში და, მათ შორის, ეკონომიკური კრიზისის დაძლევისას“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

დედამიწის დღის 50-ე დაბადების დღისათვის ყველაზე აქტუალურ გარემოსდაცვით საკითხთა შორის შერჩეულია კლიმატის ცვლილება, როგორც დღეისათვის დედამიწის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი გამოწვევა. ევროკავშირის წარმომადგენლობა აქტიურად თანამშრომლობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან.

„2020 წელს, დედამიწის დღის თემა კლიმატის ცვლილებაა. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს დედამიწის, როგორც ჩვენი საერთო სახლის მნიშვნელობას, რომლის დასაცავად თითოეულ ჩვენგანს დიდი წვლილის შეტანა შეგვიძლია. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს საქართველოს განახორციელოს ქმედითი ნაბიჯები კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების კუთხით. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც დაეხმარება ქვეყანას კლიმატგონივრული პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში. დედამიწის დღესთან დაკავშირებით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, სამინისტრო ახორციელებს ბევრ საინტერესო ონლაინ აქტივობას, რომელში მონაწილეობაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია”, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

,,დედამიწის დღე’’ პირველად 1970 წლის 22 აპრილს ამერიკის შეერთებულ შტატებში აღინიშნა და მას შემდეგ ყოველ წელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930