22-04-2020
“ვინმეს მართლა სჯერა, რომ ნოდარ მელაძე "მთავარი არხიდან" გვარამიასთან ჩხუბის გამო წამოვიდა?! არა”-ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
„უბრალოდ ცნობილ შემადგენლობაში დიდი ხანია მუსირებდა აზრი, რომ ტვ-პირველი ისე კარგად ვერ "წევდა თემებს" როგორც ეს მათ სჭირდებოდათ და ამიტომაც მელაძით "გააძლიერეს"-წერს ანჯაფარიძე.
„მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ ტელევიზია რამდენიმე დღის წინ დატოვა, რისი მიზეზიც, გავრცელებული ინფორმაციით ნიკა გვარამიასთან უთანხმოება გახდა.
ნოდარ მელაძე მალევე „ტვ-პირველის“ მთავარ პროდიუსერად დაინიშნა.