გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თავდაცვის სამინისტრო გაჟღერებულ ბრალდებებს ეხმაურება და მას საზოგადოების შეცდომასი შეყვანის მცდელობად აფასებს

22-04-2020

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ზოგირთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით ეხმაურება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ცალკეული მედია საშუალებების მიერ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით არაზუსტი და დამახინჯებული ინფორმაცია ვრცელდება. საზოგადოების ინფორმირების მიზნით გვსურს განვმარტოთ, რომ საათების შეკვეთის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ჯერ კიდევ 2019 წელს, შესაბამისად ბევრად უფრო ადრე, ვიდრე აღნიშნული ვირუსი გამოცხადდა მსოფლიო პანდემიად.

აღნიშნული შესყიდვა განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით, პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებების დროს, ჩვენი დამსახურებული სამხედროების წახალისებისა და ცალკეული მნიშვნელოვანი სტუმრების დაჯილდოების მიზნით.

მოცემული საათის დიზაინი შექმნა ცნობილმა ქართველმა დიზაინერმა - ზვიად ციკოლიამ, რომელმაც საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის წარსულში უკვე შექმნა სპეციალური დიზაინის სამხედრო საათები, რომელიც მაღალი პოპულარობით სარგებლობდა არამხოლოდ სამხედროებს, არამედ სამოქალაქო პირებს შორისაც.

კერძოდ, 2011 და 2012 წლებში, მისი დიზაინით დამზადდა 1200-ზე მეტი რაოდენობის მაჯის საათი. სპეციალურად თავდაცვის სამინისტროსთვის შვეიცარიაში მოხდება საათების დამზადება გონივრულ ფასად.

შედარებისთვის ერთეული საათის ღირებულება 3 სამაჯურით, დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 166.38 აშშ დოლარს. მაგალითად, ასევე შედარებისთვის, იარაღის ჩუქება დამკვიდრებული პრაქტიკაა, ისევე როგორც საათების ჩუქება უამრავი ნატოს წევრი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებში. ნებისმიერი იარაღი, საშუალოდ ღირს 1500-იდან 2000 ლარამდე, მაშინ როდესაც აღნიშნული სპეციალური შეკვეთით დამზადებული შვეიცარული საათის ღირებულება 166.38 აშშ დოლარია, რაც ერთის მხრივ, იქნება სამახსოვრო საჩუქარი სამხედროებისთვის და მეორეს მხრივ, ეს გადაწყვეტილება დაზოგავს მნიშვნელოვან ხარჯებს, სხვა შესაძლო საჩუქრის შეძენის შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, სამინისტროს მიერ დაცულია რაციონალური ხარჯვის პრინციპი. აღნიშნული დაფუძნებულია ნატოს წამყვან ქვეყნებში გავრცელებულ პრაქტიკაზე და ამასთან სრულად ჯდება თავდაცვის სამინისტროს ახალი სოციალური პოლიტიკის ფარგლებში. კერძოდ, თავდაცვის სამინისტრო ახალი პოლიტიკის ფარგლებში ზრუნავს სამხედრო მოსამსახურეებზე, მათ კეთილდღეობაზე, წამახალისებელი და მოტივაციის ასამაღლებელი ღონისძიებებისა და ინიციატივების გატარებაზე. სასაჩუქრე საათების დამზადებაც ამ პოლიტიკის ნაწილია, რომელიც ემსახურება სამხედროების მოტივაციის ამაღლებას. ასევე, თავდაცვის სამინისტრო სისტემატიურად მასპინძლობს სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის დელეგაციების წარმომადგენლებს, სადაც პროტოკოლით გათვალისწინებულია საჩუქრების გადაცემა. აღნიშნული წარმოადგენს მსოფლიოში და მათ შორის, ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში მიღებულ პრაქტიკას, რომელსაც ყოველთვის იყენებდა საქართველოც. ამავე დროს, ქართველი დიზაინერის მიერ შექმნილი შვეიცარული წარმოების ნამუშევრის უცხოელი სტუმრებისთვის გადაცემა სამინისტროს, თავდაცვის ძალების და ზოგადად ქვეყნის პრესტიჟისა და პოპულარიზაციის თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია. რაც შეეხება შესყიდვის სამართლებრივ მხარეს, მოგახსენებთ, რომ ამ შემთხვევაშიც, ისევე როგორც ყველა განხორციელებული შესყიდვის დროს სრულადაა დაცული საქართველოს კანონმდებლობის ყველა მოთხოვნა. კერძოდ, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვით, თუ ხორციელდება წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვა. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 33-ე პუნქტის გ) ქვეპუნქტის საფუძველზე, წარმოადგენლობითი ხარჯი მოიცავს სუვენირების შეძენის ხარჯებს. ამასთან „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს N13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებით გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დადების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან არ თანხმდება. რაც შეეხება შესყიდვის დროს, მოგეხსენებათ, რომ შესყიდვების დაგეგმვა, პროდუქციის შეკვეთა და შესყიდვის განხორციელება გარკვეულ დროს მოითხოვს და არ ხორცილდება ერთ დღეში. აღნიშნული საათების შეკვეთის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ჯერ კიდევ 2019 წელს, შესაბამისად ბევრად უფრო ადრე, ვიდრე აღნიშნული ვირუსი გამოცხადდა მსოფლიო პანდემიად. და ბოლოს, ინფორმაციისთვის გაცნობებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს გაცხადებული ახალი პოლიტიკის ფარგლებში დაიწყო უპრეცედენტო მასშტაბის სამუშაოები, ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ერთად 30 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა, ისევე როგორც სამხედროების აღჭურვა ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტის შესაბამისი სრული ინდივიდუალური ეკიპირებით, მათი სოციალური პირობებით, საბინაო პოლიტიკით, კვების ხარისხისა და სახელფასო-საბონუსე სისტემის გაუმჯობესებით, ტექნიკის განახლებით, თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებით. სამინისტროს ყველა არსებული პროექტი, შესყიდვა თუ ნებისმირი გადაწყვეტილება ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს - თავდაცვის ძალების გაძლიერებასა და ჯარისკაცების კეთილდღეობას, მათი მოტივაციისა და საბრძოლო სულისკვეთების ამაღლებას“-ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930