გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვალერიან გორგილაძე: ლიბერალ-ფარისევლებს სჭირდებოდა ექსცესი, მინიმუმ ხელბორკილ დადებული მრევლი ტაძრებში ან უკეთესი, „ურალის“ სატვირთო მანქანით განხორციელებული ეკლესიის კედლის ნგრევა

22-04-2020

სახელმწოფომ ფილიგრანულად გაიარა სცილასა და ქარიბდას შორის და არ დაუშვა, ფარისევლებისთვის ასე ნანატრი კონფრონტაცია ეკლესიასთან. ყველას ესმოდა, რომ ლიბერალ-ფარისევლებს სჭირდებოდა ექსცესი, მინიმუმ ხელბორკილ დადებული მრევლი ტაძრებში ან უკეთესი, „ურალის“ სატვირთო მანქანით განხორციელებული ეკლესიის კედლის ნგრევა,- ამის შესახებ სოციოლოგმა ვალერიან გორგილაძემ ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ლიბერალური აუდიტორიის საინფორმაციო შეტევები მრევლზე ატარებდა უხამს, შეურაცხმყოფელ ხასიათს. მათი ინტერპრეტაციით სახელმწიფო ეკლესიისა და მრევლის მიმართ ბევრად ლოიალურ დამოკიდებულებას ავლენდა, ვიდრე ჩვეულებრივი მოქალაქეების მიმართ.

ვალერიან გორგილაძე ორმაგი სტანდარტზე საუბრობს და ამბობს, რომ ფარისევლები ყოველწლიურად ისტერიული დაჟინებით იცავენ ლჯბთ-ი თემის თვითგამოხატვის უფლებებს, მაგრამ რატომღაც არაფრად აგდებენ რელიგიის და რწმენის თავისუფლებას.

,,წინა კვირა მდიდარი იყო სხვადასხვა მოვლენებით. ქვეყნის უმრავლესობა გამძაფრებული ელოდა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებულ მრევლის მასობრივ შეკრებას. ეკლესიებში მოსალოდნელ ხალხმრავლობას განიცდიდა ერიც და ბერიც. ამ დროს, ე.წ ლიბერალური აუდიტორიის საინფორმაციო შეტევები მრევლზე ატარებდა უხამს, შეურაცხმყოფელ ხასიათს. მათი ინტერპრეტაციით სახელმწიფო ეკლესიისა და მრევლის მიმართ ბევრად ლოიალურ დამოკიდებულებას ავლენდა, ვიდრე ჩვეულებრივი მოქალაქეების მიმართ. ამავე დროს, ლიბერალურ-ფარისევლურ თხრობაში მკვეთრად ვლინდებოდა რეტროგრადული ამნეზია. ეს ორმაგი სტანდარტისთვის დამახასიათებელი სიმპტომია. ფარისევლებს ავიწყდებოდა, რომ ყოველწლიურად ისინი ისტერიული დაჟინებით იცავდნენ ლჯბთ-ი თემის თვითგამოხატვის უფლებებს, მაგრამ რატომღაც არაფრად აგდებენ რელიგიის და რწმენის თავისუფლებას. მრევლის უმრავლესობა სახლში ხვდებოდა უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს, ტაძრებში მისულები კი ფიზიკურ დისტანციას იცავდნენ. სახელმწოფომ ფილიგრანულად გაიარა სცილასა და ქარიბდას შორის და არ დაუშვა, ფარისევლებისთვის ასე ნანატრი კონფრონტაცია ეკლესიასთან. ყველას ესმოდა, რომ ლიბერალ-ფარისევლებს სჭირდებოდა ექსცესი, მინიმუმ ხელბორკილ დადებული მრევლი ტაძრებში ან უკეთესი, „ურალის“ სატვირთო მანქანით განხორციელებული ეკლესიის კედლის ნგრევა“,- განაცხადა ვალერიან გორგილაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930