გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვალერიან გორგილაძე: 2008 წელს საქართველოსთვის გაწეული დახმარება დასავლეთის მხრიდან მოწყალებას გავდა; ფინასური დახმარების გაწევის შემდეგ, სააკაშვილს დიდხანს არ ღირსებია არცერთი თავმოყვარე ევროპელი ლიდერისთვის ხელის ჩამორთმევა

22-04-2020

,,2008 წელს, საბრალო იდიოტის გამო კატასტროფა გამოვლილი საქართველოსთვის გაწეული დახმარება დასავლეთის მხრიდან მოწყალებას გავდა, თანაც დაბალი, მაგრამ მაინც დარიცხული პროცენტებით. ამასთან ერთად, ფინასური დახმარების გაწევის შემდეგ, დასავლეთმა რამდენიმე წლით კარანტინი გამოაცხადა ქვეყნის იმჟამიმდელ პირველ პირზე. სააკაშვილს, კიდევ დიდხანს არ ღირსებია არც ერთი თავმოყვარე ევროპელი ლიდერისთვის ხელის ჩამორთმევა“,- ამის შესახებ სოციოლოგმა ვალერიან გორგილაძემ ტელეკომპანია ,,იმედის ეთერში“ განაცხადა.

სოციოლოგის თქმით, გაუგებარია რას ეფუძნება რას ეფუძნება სააკაშვილის რწმენა ან ცოდნა, რომ მისი ამომრჩეველი ტოტალურად წარმოადგენს იდიოტების ბრბოს.

გორგილაძე საზოგადოებას ახსენებს , რომ მიხეილ სააკაშვილი მორიგ სოციოპატურ გამოხტომამდე, რომელიც ქვეყნის ფინანსური მაკლერის სტატუსის მოთხოვნაში გამოიხატა, ემიგრანტების თემით მანიპულაციას ცდილობდა.

ამბავი, რომელიც უფრო ახალისებს ჩვენს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებას, ეს არის ოდესის ყოფილი გუბერნატორის კიდევ ერთი სოციოპატური გამოხტომა, რომელიც ქვეყნის ფინანსური მაკლერის სტატუსის მოთხოვნაში გამოიხატა. მიხელ სააკაშვილს სურს საქართველოს სახელით ფინანსური ნაკადების მობილიზაცია. შეგახსენებთ, რომ მანამდე ყოფილი გუბერნატორი ემიგრანტების თემით მანიპულაციას ცდილობდა. მე არ ვიცი, რას ეფუძნება სააკაშვილის რწმენა ან ცოდნა, რომ მისი ამომრჩეველი ტოტალურად წარმოადგენს იდიოტების ბრბოს. უბრალოდ ვიტყვი, იმას, რაც ყველაზე შეზღუდული გონივრული შესაძლებლობლების ადამიანსაც უნდა ესმოდეს - ფინანსურ დახმარებას თუ შეღავათიან საკრედიტო ხაზს აძლევენ არა პიროვნებას არამედ სახელმწიფოს. სახელმწიფოს კი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები ორი მიზეზით უდგებიან მხარში: პირველი - სახელმწიფოს გონივრული ფისკალური პოლიტიკა. მოცემული მომენტისთვის საქართველოს გარე ფინანსური სტიმული 3.5 მილიარდ დოლარს შეადგენს. როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა საქართელოში სელიმ ჩეკერმა განაცხადა „მთავრობამ მოახერხა ფინანსების მობილიზება უსაფრთხოების ბალიშის შექმნის მიზნით“. მან მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მთავრობის ძალისხმევას ეკონომიკურ და ჯანდაცვით პოლიტიკაში და საქართველოს 4%-იანი ეკონომიკური ზრდა უწინასწარმეტყველა და ეს ყველაფერი იმის ფონზე როდესაც მსოფლიო გლობალურ რეცესიაში შევიდა და მოწინავე ქვეყნების ეკონომიკებს მსოფლიო ფინასური ორგანიზაციები 15-20% ვარდნას უწინასწარმეტყველებენ. რაც შეეხება მეორე მიზეზს - ამ ტიპის დახმარებას, საერთაშორისო ორგანიზაციები აწვდიან უბედურების, კატასტროფის, სოციალური და ეკონომიკური დამანგრეველი შოკის გამო. მაგალითად, ასე მოხდა 2010 წელს, როდესაც ჰაიტიზე შემზარავი მიწისძვრის შედეგად 220 ათასი ადამიანი დაიღუპა, ასე მოხდა საქართველოშიც, როდესაც ქვეყნის იმ დროინდელი მთავრობის უგუნურობამ, ხელი შეუწყო რუსეთს საკუთარი გეგმის განხორციელებაში და 2008 წელს ქვეყნის 20%-ის ოკუპაცია მოახდინა. მაშინ, საბრალო იდიოტის გამო კატასტროპა გამოვლილი საქართველოსთვის გაწეული დახმარება დასავლეთის მხრიდან მოწყალებას გავდა, თანაც დაბალი, მაგრამ მაინც დარიცხული პროცენტებით. ამასთან ერთად, ფინასური დახმარების გაწევის შემდეგ, დასავლეთმა რამდენიმე წლით კარანტინი გამოაცხადა ქვეყნის იმჟამიმდელ პირველ პირზე. სააკაშვილს, კიდევ დიდხანს არ ღირსებია არც ერთი თავმოყვარე ევროპელი ლიდერისთვის ხელის ჩამორთმევა. ამიტომაც, ლოგიკურად ისმის საქართველოს ფინანსთა მინისტრის ვანო მაჭავარიანის რეპლიკა, რომელიც მან სააკაშვილის მორიგი ბოდვის საპასუხოდ დასძინა. ვახდენ ციტირებას „ოდნავ მაინც, წარმოდგენა თუ აქვს ვინმეს, რასთან არის დაკავშირებული ამ თანხების მოზიდვა, მაშინ სააკაშვილის გადამკიდე, შეიძლება ის თანხებიც წაგვართვან, რასაც გვაძლევენ...“ ციტატის დასასრული“,- განაცხადა ვალერიან გორგილაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930