გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარნეულში აქციის მონაწილეებს მერი და მხარის რწმუნებული შეხვდნენ

22-04-2020

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში მოსახლეობამ საავტომობილო გზა გადაკეტა. ადგილობრივები ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, არსებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების თქმით, მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზების უფლება მიიღონ.
აქციის მონაწილეებთან სასაუბროდ ადგილზე უკვე იმყოფებიან მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, ზაურ დარგალი და სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის მხარეში, შოთა რეხვიაშვილი.

ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები.

კვირა

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031