გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რატი იონათამიშვილი: ოპონენტები ცდილობენ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ქმედებები COVID- 19-ის წინააღმდეგ ნეგატიურად წარმოაჩინონ

22-04-2020

„ჩვენი ოპონენტები ბოლო პერიოდის განმავლობაში ცდილობენ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ქმედებები COVID- 19-ის წინააღმდეგ წარმოაჩინონ ნეგატიურად, მეორეს მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, და ეს დინამიკა არ წყდება, აღნიშნავენ ქართული ხელისუფლების წარმატებულ ბრძოლას COVID- 19-ის წინააღმდეგ. თუმცა არსებული ციფრები ყველაზე კარგად მეტყველებს იმ ეფექტურ გზებზე და გადაწყვეტილებებზე, რომელიც ძალიან სწრაფად და დიდი პასუხისმგებლობით მიიღო და იღებს „ქართული ოცნების“ გუნდი ამ პერიოდის განმავლობაში“,-ასე გამოეხმაურა პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ოპოზიციის კრიტიკულ განცხადებებს ხელისუფლების ქმედებებთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაში.


რატი იონათამიშვილმა გაიხსენა გაეროს გენერალური მდივნის და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მდივნის მხარდამჭერი განცხადებები და აღნიშნა, რომ მოსახლეობისთვის ეს არის უფრო სარწმუნო და სანდო განცხადებები და შეფასებები, ვიდრე ოპოზიის ზოგიერთი წარმომადგენლის, იმიტომ, რომ ეს ადამიანები არიან საქართველოს სახელმწიფოს გულშემატკივრობენ და არა რომელიმე პარტიის.


რატი იონათამიშვილმა ისაუბრა ასევე ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, ოპონენტებს აქვთ გარკვეული შიში, რომ ხელისუფლება აღნიშნული გეგმით შექმნის მოქალაქეების სოციალურ და ეკონომიკურ გარანტიებს. ფრაქციის ლიდერი ტავის გამოსვლაში ასევე გამოეხმაურა ოპოზიცის რეაქციებს, ბიძინა ივანიშვილის მიერ ფონდში ას მილიონიან შენატანთან დაკავშირებით.


„რაც შეეხება ანტიკრიზისულ გეგმას, რომელზეც გაუთავებლად გვესმის ჩვენი ოპონენტების კრიტიკა. მე მგონია, რომ თქვენ ძალიან გეშინიათ ამ გეგმის. იმიტომ, რომ თქვენ გაგიცრუვდათ ის მოლოდინი, რომელიც გქონდათ პანდემიის საფრთხიდან გამომდინარე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ვერ გაართმევდა თავს ამ კრიზისს და ახლა რომ ვხედავთ იმას, რომ პირიქით მოხდა, ახლა გეშინიათ უფრო მეტად, რომ ანტიკრიზისულმა გეგმით უფრო მეტად არ მოხდეს ის, რასაც ჩვენი მოქალაქეების სოციალური და ეკონომიკური გარანტიების შექმნა ჰქვია.

ასევე მინდა შევეხო ისტერიას და არაადეკვატურ რეაქციებს, რომელიც იყო მაშინ, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციების და პარტნიორების მხრიდან ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელებული ას მილიონიანი მხარდაჭერა, არის მიჩნეული როგორც ერთერთი მსხვილი დონორი, საერთაშორისო დონის და არა მხოლოდ ეროვნულ დონეზე . თქვენ გეყოთ უტიფრობა და ეს მხარდაჭერაც კი პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოიყენეთ. ძალიან არაჯანსაღად მიუდექით საკითხს მაშინ, როდესაც დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში მართლაც არის ისეთი უნიკალური დაზღვევა, რომლის იმედი ჩვენს მოქალაქეებს ყოველთვის შეიძლება ჰქონდეთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასეთი გამოწვევები და საჭიროებები არსებობს“,-განაცხადა რატი იონათამიშვილმა.​

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930