გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გლდანში კაცი, სავარაუდოდ, მხუთავი გაზით დაიღუპა

22-04-2020

გლდანის მე-5 მ/რნ-ში ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში 62 წლის კაცის ცხედარი იპოვეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ბინაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა ახალგაზრდა მამაკაციც, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.

შემოწმების შედეგად, ბინაში აკრძალული, კუსტარულად დამონტაჟებული ღიაკამერიანი წყლის გამაცხელებელი აღმოჩნდა.

„თბილისი ენერჯიში" აცხადებენ, რომ ბინაში სადაც მამაკაცი სავარაუდოდ CO-თი დაიღუპა, რამდენიმე თვის წინ, სპეციალისტებმა გეგმიური შემოწმებისას კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარი აღმოაჩინეს და ქსელიდან ჩახსნეს, რის შემდეგაც მაცხოვრებლები გააფრთხილეს, რომ მისი გამოყენება არ შეიძლებოდა. სავარაუდოდ, ბინაში მყოფმა პირებმა დანადგარზე დამაგრებული ლუქი თვითნებურად მოხსნეს და მისი გამოყენება განაგრძეს.

pia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930