22-04-2020
ქვეყანაში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი ისევ გაიზარდა და ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით უკვე კორონავირუსის 416 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.
მათ შორის 107 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 5 გარდაიცვალა.
კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 5160 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 579 ადამიანი რჩება.