23-04-2020
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის განცხადებით, კლინიკაში 18 პაციენტის ანალიზების პასუხს ელოდებიან.
ჰოსპიტალში, ამ დრომდე 59 პაციენტი მკურნალობს, აქედან კორონავირუსის დადასტურებული 40 შემთხვევაა, მათგან ორს პნევმონია აქვს, დანარჩენების მდგომარეობა კი სტაბილურია.
„ჩვენთან ამ წუთას 59 პაციენტია მოთავსებული , აქედან 40-ს დადასტურებული აქვს კოვიდ ინფექცია. ინფიცირებულების მდგომარეობა ძირითადად დამაკმაყოფილებელია. მეტად საყურადღებო ორი პაციენტია მათ აქვთ პნევმონია, მაგრამ არც ერთ მათგანს მართვითი სუნთქვა არ სჭირდება. აქედან ველოდებით ერთ პაციენტზე მეორე უარყოფითი ტესტის დადასტურებას და თუ ასეთი პასუხი მივიღეთ და ვფიქრობთ, რომ ასეც იქნება, მაშინ ის გაჯანმრთელებულად ჩაითვლება," - განაცხადა ლევან გოფოძემ.
26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 416 შემთხვევაა გამოვლენლი, აქქედაგ გარდაცვლილია 5 ადამიანი გამოჯანმრთელებული კი 107 მოქალაქე.