23-04-2020
თურქეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 3 083 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რის შედეგადაც ინფიცირებულთა რაოდენობა 98 674-მდე გაიზარდა.
ერთ დღეში ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების 117 ფაქტი დაფიქსირდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა ამ დროისთვის 2 376-ს აღწევს.
კორონავირუსი მსოფლიოს 110 ქვეყანაშია გავრცელებული. ინფიცირებულია 2 621 000-ზე მეტი და გარდაცვლილია 183 000-ზე მეტი ადამიანი.