23-04-2020
ჯადაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მედიკამენტების 1 ლარიან პროგრამას პრობლემები ჰქონდა, რის გამოც ახალი პროგრამის შექმნა გახდა საჭირო. მისივე თქმით, მეორე ალტერნატიული პროგრამა უკვე მოქმედებს და ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებს ამ ახალი პროგრამით შეუძლიათ ისარგებლონ.
"ჩვენ ჯერ კიდევ წინა წელს დავაიდენტიფიცირეთ ამ პროგრამის პრობლემატიკა და მოსახლეობას არაერთხელ განვუმარტეთ, რომ ვმუშაობდით ახალ პროგრამაზე. 3 აპრილიდან უკვე ამოქმედებულია მეორე ალტერნატიული პროგრამა ერთლარიანი მედიკამენტების და ყველა იმ პაციენტს, რომელსაც აქვს ქრონიკული დაავადება და ამ პროგრამით სარგებლობდა, შეუძლია დაუყოვნებლივ ისარგებლოს ახალი პროგრამით, რომელიც ეფუძნება, როგორც ელექტრონულ რეცეპტს, ასევე მკაცრად კონტროლდება მათი ექიმების მხრიდან და ჩვენ გვაქვს მუდმივ რეჟიმში მონიტორინგის საშუალება," - განაცხადა ტიკარაძემ.