გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ევროპაში კორონავირუსით გარდაცვალილთა თითქმის ნახევარი მოხუცებულთა თავშესაფრებში ცხოვრობდა

23-04-2020

ევროპაში კორონავირუსით გარდაცვლილთა თითქმის ნახევარი მოხუცებულთა სახლების მკვიდრი იყო. ამის შესახებ The Telegraph-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სტატისტიკა ჟურნალისტებს ჯანმოს წარმომადგენელმა, დოქტორ ჰანს კლუგემ გააცნო.

„ევროპის რეგიონიდან მიღებული მონაცემების თანახმად, COVID 19-ისგან გარდაცვლილთა თითქმის ნახევარი მოხუცებულთა თავშესაფრებში ცხოვრობდა. ეს წარმოუდგენელი ადამიანური ტრაგედიაა“, - განაცხადა კლუგემ.

მისი თქმით, ასეთ დაწესებულებებში ხანგრძლივი ინვესტიციებია გასაკეთებელი, რათა ინფექციის გავრცელება მინიმუმამდე შემცირდეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031