გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე: უპირველესი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებია და მერე არჩევნების მოგება თუ წაგება

24-04-2020

„ქვეყანაში რეგულაციები დროულად იქნა შემოღებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციების რეკომენდაციებს ჩვენ დავურთეთ ჩვენი რეკომენდაციები და ზოგჯერ გავუსწარით. საზღვრების ჩაკეტვის ნაწილში ჩვენ არ დავეთანხმეთ და დროზე ადრე შემოვიღეთ ეს შეზღუდვა. სწორედ ამიტომ მოვიგეთ დრო. სწორედ ამ რეგულაციამ მოიტანა სასურველი შედეგი. შეზღუდვების მოხსნაც უნდა იყოს ეპიდვითარებასთან თანმხვედრი. ჩვენ ხელი უნდა გვედოს პულსზე, ეპიდსურათი უნდა გვაძლევდეს საშუალებას რა დონეზე მოვხსნათ შეზღუდვები. ეს უნდა იყოს ეტაპობრივი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი კარგი სურათი შესაძლოა შეიცვალოს ცუდი სურათით. მნიშველოვანია ორი მიმართულება ერთი არის მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვა და მეორე ის, რომ ეკონომიკაში არ მივიღოთ შეუქცევადი პროცესი. თუ ერთი მეორეს ასცდა მაშინ ორივე დაზიანდება. სწორედ ეს არის საკოორდინაციო საბჭოს ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტი გადაწყვეტილებებში, რათა სწორად იქნას დრო შერჩეული“, - აღნიშნულის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ტვ „იმედის“ გადაცემაში „ ღია ეთერი“ განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ქვეყანაში შემოტანილია ამკრძალავი თუ შემზღუდავი რეკომენდაციები, ეს მოქალაქეებში გარკვეულწილად იწვევს ფსიოლოგიურ სტრესსაც თუმცა, მისივე თქმით ბევრად უფრო ცოდვაა 100 ათასამდე აპარატზე შეერთებული ადამიანი და 15% ლეტალურად დასრულებული შმთხვევა.

„ჩვენ ოქროს ხაზი გვაქვს გასავლელი. პოლიტიკურმა ლტოლვამ არ უნდა დააზიანოს პროცესი. არჩევნები მოდის და ოპონენტები ხედავენ, რომ ხელისუფლება, სრულიად დამსახურებულად, პოზიტიურ პოზიციაში დადგა. ოპონენტებმა სწორედ აქ დაინახეს შიში და დაიწყეს პოზიტიური სურათის გაფერმკრთალება და ნეგატივში გადაყვანა. მიუღებელია, როდესაც ეს კეთდება საზოგადოების ჯანმრთელობის ზიანის ფასად. უპირველესი უნდა იყოს ქვეყნის ინტერესები, საზოგადოების ინტერესები და მერე არჩევნების მოგება თუ წაგება“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930