24-04-2020
ზუგდიდში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, ტოლსტოის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცს მრავლობითი ჭრილობა მიაყენა ნაცნობმა მამაკაცმა.
ინციდენტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.
მედიკოსის თქმით, შეყვანისას პაციენტის მდგომარეობა იყო კრიტიკული, მას გულმკერდისა და კისრის არეში ბასრი საგნით მიყენებული მრავლობითი ჭრილობა აქვს.
მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.