გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თენგიზ ცერცვაძე: COVID-თან კოჰაბიტაცია მოგვიწევს

24-04-2020

კოვიდთან კოჰაბიტაცია მოგვიწევს, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამ დაავადების მართვა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ “მოამბესთან” ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, როგორც გრიპის შემთხვევაში არ ჩნდება განცდა, რომ თუ ერთი კაცი დაავადდა, დაიღუპება ქალაქი. კოვიდზეც ეს განცდა უნდა იყოს.

“პოლიტიკურად პოპულარულ ტერმინს გამოვიყენებ, ამ ვირუსთან კოჰაბიტაცია მოგვიწევს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ყველამ ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელები, დავდგეთ ერთმანეთის გვერდით და ეპიდემიას არ ჰქონდეს აღმავალი მიმართულება. შევაჩეროთ იმ დონეზე, როგორზეც ახლაა, ან უფრო დაბალზე და მივიღებთ ვითარებას, რომ ის არ შექმნის ფართე გავრცელების რისკს.

ხომ გესმით ვიღაც დაავადდა ფილტვების ანთებით, ან თუნდაც გრიპით, მაგრამ არ გიჩნდებათ იმის განცდა, რომ თუ ერთი კაცი დაავადდა, დაიღუპება ქალაქი. კოვიდზეც ეს განცდა მინდა იყოს. ეს არ უნდა იყოს პანიკის საფუძველი და ჩვენ უნდა ვისწავლოთ მისი მართვა ისე, რომ ის ეპიდემიიდან გადავიდეს სპორადულ შემთხვევებში, ანუ ერთეულ და ათეულ შემთხვევებში. აი ამას ჰქვია უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება კოვიდთან ერთად. მე თვითონ ძალიან მომეწონა ეს სიტყვა, ახლა მოვიფიქრე კოჰაბიტაცია კოვიდთან ერთად”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ipress

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930