გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე: ქვეყანა კრიზისული ფაზის მიჯნაზეა

24-04-2020

„ჩვენ წარმატებით გავიარეთ პირველი - შეკავების ფაზა. მეორე ფაზა იყო პრეკრიზისული ფაზა თუმცა, კრიზისული ფაზა არის კიდევ წინ, რომლის მიჯნაზეც უკვე ვდგევართ. ეს არის ფაზა, როდესაც უკვე მოსალოდნელია ნახტომისებური ზრდა დაინფიცირებული პაციენტების რაოდენობის და თუ ასეთი სცენარით განვითარდა პროცესი ეს საფრთხეს ჰქმნის იმისა, რომ ჯანდაცვის სისტემამ შესაძლოა ჭარბმოდინებას ვერ გაუძლოს რამეთუ, შესაძლოა იმაზე მეტი იყოს ინფიცირებულთა რაოდენობა ვიდრე ჯანდაცვის სისტემას რესურსი გააჩნია“, - აღნიშნულის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ტვ „იმედის“ გადაცემაში „ ღია ეთერი“ განაცხადა.

მისი თქმით, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ეპიდემიოლოგიურად საქართველო საკმაოდ კარგად გამოიყურება თუმცა, არ უნდა გავერთოთ ამ კარგი შედეგით, ვინაიდან ქვეყანა კრიზისული ფაზის მიჯნაზეა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კარგი შედეგი გვაქვს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კრიზისული ფაზის მიჯნაზე ვართ და არ უნდა გავერთოთ ამ კარგი შედეგით. ამ ვირუსს ახასიათებს ის, რომ შესაძლოა მნიშვნელოვნად პოზიტიური შედეგი შეცვალოს რადიკალურად კრიტიკულმა შედეგმა, ამიტომ საკოორდინაციო საბჭოში ვიხილავთ ყველა შესაძლო შედეგს, მათ შორის, მძიმესაც. თუ რა სცენარით განვითარდება მოვლენები დამოკიდებულია ორ ფაქტორზე. ეს არის ის სტრატეგიული გეგმა, რომელსაც საბჭო ეპიდემიოლოგებთან შეთანხმებით იღებს. ამ გადაწყვეტილებასთან თანაწონადად მნიშვნელოვანია საზოგადოების ადექვატური დამოკიდებულება“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.​

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930