გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თურქეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 100 ათასს გადასცდა

24-04-2020

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების რიცხვი ყოველდღიურად მატულობს. საქართველოს მეზობელ ქვეყნებში ვირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თურქეთს აქვს, სადაც დღე-ღამეში 115 ინფიცირებული გარდაიცვალა და COVID-19 2500-მდე ადამიანს დაუდგინდა, თურქეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 100 ათასს გადასცდა. მონაცემი ყოველდღიურად მატულობს რუსეთშიც, სადაც ვირუსით დაინფიცირებულთა ოფიციალური რიცხვი 62 773-ს, ხოლო დაღუპულთა რიცხვი უკვე 555-ს აღწევს. აზერბაიჯანში 1,548  დადასტურებული შემთხვევაა სომხეთში კი 1,523, რაც შეეხება უკრაინას აქ კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 7,170-ია, ვირუსმა უკვე 187 ადამიანი იმსხვერპლა.

rustavi2

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930