24-04-2020
სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. 7 თანამშრომელზე ჩატარებულმა სწრაფმა ტესტმა თავდაპირველად დადებითი პასუხი აჩვენა, თუმცა ლუგარის ლაბორატორიაში გადამოწმებისას მათ COVID ინფექცია არ დაუდგინდათ.
"სასწრაფო სამედიცინო დახმარების 7 თანამშრომელი სწრაფი ტესტით მიჩნეული იქნა საეჭვო შემთხვევად გადამოწმდა ლუგარის ლაბორატორიაში PCR კვლევის საშუალებით და მათთან, ყველასთან ამოვიდა უარყოფითი პასუხი," - აცხადებს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის ცენტრის სამედიცინო უზრუნველყოფის და მართვის დეპარტამენტის უფროსი ამირან გოგიტიძე.
შეგახსენებთ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ორთაჭალის ფილიალის ერთ-ერთ თანამშრომელს ვირუსი 31 მარტს დაუდგინდა, მისი მეუღლე ეროვნული ბანკის კლასტერს წარმოადგენს. რის გამოც კვლევა საწრაფო დახმარების 900 თანამშრომელს ჩაუტარდა.