გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო თუთუნის შენახვა, გადაზიდვა და რეალიზაციის ოთხი ფაქტი გამოავლინა

24-04-2020

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამეგრელოს რეგიონში გამოავლინეს მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა - გადაზიდვა - რეალიზაციის ოთხი ფაქტი, რაზეც, ბრალდებულის სახით, ოთხი პირი პასუხისგებაში მისცეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულებისაგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი ჯამში 150 კილოგრამზე მეტი უაქციზო თუთუნი, რომლის საბაზრო ღირებულება 18 000 ლარს აღემატება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930