გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სესხის და ლიზინგის თანადაფინანსების პერიოდი, საქმიანობის სახეობები და საბრუნავი საშუალებების დაფინანსება იზრდება

25-04-2020

სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, მოგეხსენებათ, არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამა კერძო მეწარმეების მხარდაჭერის თვალსაზრისით და უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო გარდა მიმდინარე პროექტების მხარდაჭერისა, რომელსაც რა თქმა უნდა, საერთო ეკონომიკური გამოწვევების ფონზე რეალური პრობლემები აქვთ, აგრეთვე წავახალისოთ ის ადამიანები, რომლებსაც წამოწყებული ჰქონდათ გარკვეული მზა პროექტები, ან დღეს დაინახავენ ახალი პროექტების დაწყების შესაძლებლობას,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის წარდგენისას, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა სახელმწიფო პროგრამა - „აწარმოე საქართველოში“ თანადაფინანსების პირობებზე ისაუბრა.

„სესხის და ლიზინგის თანადაფინანსების პერიოდი თუ იყო 24 თვე, გახდება 36 თვე. ჩვენ უბრალოდ ვეხმარებით მეწარმეებს, რომლებიც დღესაც მუშაობენ ამ პროგრამებით. აგრეთვე, საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსების მექანიზმი შეიცვლება და სახელმწიფოს მონაწილეობა პროცენტის დაფინანსებაში გაიზრდება, აგრეთვე, იზრდება საქმიანობის სახეობები, ჩვენ ერთი პერიოდი ვმუშაობდით, რომ „აწარმოე საქართველოს“ მიზნობრიობა გაგვეზარდა, ახლა ვხვდებით, რომ სხვა დროა და უნდა დავეხმაროთ ყველას, ვისაც სახელმწიფოსგან დახმარება სჭირდება. ამასთან, დაიწევა სესხის/ლიზინგის მინიმალური ზღვარი და საბრუნავი საშუალებების დაფინანსება იზრდება. ეს ის ინსტრუმენტებია, რომლითაც „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის მოსარგებლეებს, ან კომპანიებს, რომლებიც ახლა გადაწყვეტენ პროგრამით სარგებლობას სახელმწიფო უმარტივებს რესურსზე წვდომას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930