გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: ყველა სახის ონლაინ ვაჭრობა, ისევე როგორც მიტანის სერვისები, ორშაბათიდან გაიხსნება

25-04-2020

ყველა სახის ონლაინ ვაჭრობა, ისევე როგორც, მიტანის ნებისმიერი სერვისი სრულად გაიხსნება ორშაბათიდან. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ეს შეზღუდვა რამხელა დისკომფორტის მომტანი იყო, თუმცა მინდა, მოვუწოდო თითოეულ მოქალაქეს, რომ უნდა ვიყოთ ძალიან ფხიზლად. თუ ჩვენ არ გვქონდა რეაქცია და არ გამოვიჩინეთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, როდესაც ვხედავთ, რომ ვიღაც არაკეთილსინდისიერად ასრულებს დაკისრებულ პასუხისმგებლობას და ფუნქციას, თუნდაც კურიერი, მძღოლი, ამაზე ყველაფერზე უნდა გვქონდეს რეაქცია, აქ არ არის საუბარი ჩვენს ჯანმრთელობაზე, საუბარია საზოგადოების ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ონლაინ ვაჭრობას შეეხებოდა.

პრემიერის თქმით, ყველა სახის ონლაინ ვაჭრობა და სერვისები გახსნილია ყველა იმ კომპანიისთვის, რომელმაც ელემენტარული შემოწმება გაიარა.

„ასეთი კომპანია ბევრია, ამისთვის ეკონომიკის სამინისტრო არის ღია და მზა. როგორც კი მიმართავენ, გაივლიან ამ შემოწმებას და არანაირი პრობლემა არ იქნება,“- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930