გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივლისი 12, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
სოფელ ლეკუხონეში იარაღის სამალავი აღმოაჩინეს

21-03-2018

გალის რაიონში იარაღის სამალავი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო აფხაზეთის სახელმწიფო უშოშროების სამსახური ავრცელებს. იარაღი და საბრძოლო მასალა რუსეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა, რომლებიც
სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარს აკონტროლებენ, სოფელ ლეკუხონეში იპოვეს.

ამავე ცნობით, სამალავიდან ამოღებულია ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი РПГ-26, 16 - კალიბრიანი ორლულიანი სანადირო თოფი, ხელყუმბარა Ф-1, 30 - მდე საბრძოლო ვაზნა.

აფხაზური მედიის ცნობით, საქმესთან დაკავშირებით, ოპერატიული - სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

რადიო "ათინათი"

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031