გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროკურატურამ ორსულ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული მამაკაცი პასუხისმგებლობაში მისცა

21-03-2018

საქართველოს პროკურატურამ მეუღლის მიმართ განხორციელებული სისტემატური ოჯახური ძალადობის ფაქტზე მამაკაცი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა.
ამასთან დაკავშირებით პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ.
„საქართველოს პროკურატურის მიერ სისტემატური ოჯახური ძალადობის ფაქტზე რ.ბ. სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის 11 ნაწილით და მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, ჩადენილი დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ).
სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წლის მაისიდან - 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, ყაჩაღობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი რ.ბ. მეუღლეს მ.მ.-ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა, სცემდა და მის მიმართ ახორციელებდა ფიზიკურ ძალადობას, რაც დაზარალებულის ფიზიკურ და ფსიქიკურ ტანჯვას იწვევდა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ რ.ბ. მეუღლის მიმართ ძალადობას, მისი ორსულად ყოფნის პერიოდშიც ახორციელებდა. 
ვინაიდან რ.ბ. დღემდე თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, 2018 წლის 20 მარტს მას დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება. საქართველოს პროკურატურამ უკვე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს რ.ბ. - ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება“- ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930