გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
ეს წარმოუდგენელია... ეს რეალურად სისტემური მარცხია - როდის აღიარა სააკაშვილმა საკუთარი ხელისუფლების სისტემური მარცხი

26-04-2020

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თავის დროზე, ე.წ. ციხის კადრების გავრცელებას მისთვის ჩვეული რიტორიკით გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მსგავსი ფაქტები, რეალურად, ხელისუფლების სისტემური მარცხია.
"მთავარი კითხვა რაც მაქვს, - სად იყო ამდენ ხანს პროკურატურა? ის, რომ ამხელა ჯგუფი, ამდენი დღეა, ამდენი თვეა, ალბათ, არ ვიცი რა მოტივებით ან უმოტივოდ, სრული მანიაკები, ასე დაუსჯელად მოქმედებდნენ, ასე დაუსჯელად სცემდნენ, ამცირებდნენ ხალხს...


ეს ნიშნავს, რომ ბევრი რგოლი ჩავარდა.


მსგავსი რამ ძნელი წარმოსადგენია... ეს ყოველთვის შეიძლება მოხდეს მაგრამ ამ მასშტაბით? ამდენი ხანი? ე.ი. რეალურად სისტემური მარცხი მოხდა... ამიტომ, პასუხი უნდა იყოს ბევრად უფრო მასშტაბური, ვიდრე დამნაშავეების დაჭერაა. პირველ რიგში, ჩვენ ამ სისტემას უნდა გადავხედოთ მთლიანად.
ხალხი რომელიც ციხეში ზის და იხდის სასჯელს, რა თქმა უნდა, საზოგადოებისთვის მძიმე ხალხია. იქ არიან მკვლელები, გამაუპატიურებლები, მძარცველები... მაგრამ როგორც ნულოვანი ტოლერანტულობა გვაქვს ამ დანაშაულების მიმართ და ამიტომ საქართველოში აღარ არის დამნაშავეობა და პრაქტიკულად ნულზეა დასული, ასევე ნულოვანი ტოლერანტულობა უნდა იყოს ადამიანის უფლებების ნებისმიერი დამრღვევის მიმართ, იმიტომ, რომ ჩვენ ვაშენებთ ცივილიზებულ, ადამიანურ ქვეყანას და არა ძალადობაზე დამყარებულ დისციპლინას"-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომასალის გასაჯაროვების შემდეგ.


ცნობისთვის: ციხის კადრებმა, რომელიც 2012 წლის სექტემბერში გავრცელდა და სადაც პატიმრების არაადამიანური წამება და დამცირება იყო ასახული, სააკაშვილის ხელისუფლების გაშვებაში დიდი როლი ითამაშა.


როგორც მოგვიანებით კადრების გადამღებმა, ლადო ბედუკაძემ განაცხადა, ეს კადრები მცირე ფრაგმენტია წამების ამსახველი იმ უზარმაზარი მასალისა, რომელსაც ის იღებდა და რომელიც მისი თქმით, სახელისუფლებო ვერტიკალში, მათ შორის მიხეილ სააკაშვილთანაც მიდიოდა და მაშინდელი ხელისუფლება ამაზე ხალისობდა.


ბედუკაძის თქმითვე, მან მხოლოდ დაწუნებული და უხარისხო ფირების გამოტანა და გასაჯაროვება შეძლო, სხვა უზარმაზარი ვიდეომასალა კი ბაჩო ახალაიას სეიფში ინახებოდა

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930