გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ერთმა ლურჯმა ავტობუსმა ტექდათვალიერება ვერ გაიარა

21-03-2018

მიმდინარე წელს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრში ტექნიკური დათვალიერების გასავლელად 179 ავტობუსი და 651 მიკროავტობუსი გამოცხადდა. ინფორმაციას bpn.ge "ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის" მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.


179 ავტობუსიდან პირველადი ტექნიკური ინსპექტირების შედეგად 47 სატრანსპორტო საშუალებას ხარვეზი დაუფიქსირდა. ამ 179 სატრანსპორტო საშუალებიდან 56 ახალი ლურჯი ავტობუსი იყო, საიდანაც მხოლოდ 1 ავტობუსი აღმოჩნდა ხარვეზიანი. ასოციაციის ინფორმაციის თანახმად, ხარვეზი უკვე აღმოფხვრა.


რაც შეეხება მიკროავტობუსების ინსპექტირების შედეგებს, ასოციაციის ცნობით, 2018 წელს ინსპექტირებაზე ჯამში, 651 მიკროავტობუსი გამოცხადდა, საიდანაც 165 სამარშრუტო ტაქსს სხვადასხვა გაუმართაობა დაუფიქსირდა.


შეგახსენებთ, რომ აუდიტის დასკვნის თანახად, 2017 წელს თბილისში მოსიარულე 816 მუნიციპალური ავტობუსიდან 143 არ უწევდა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, დანარჩენი 673 ავტობუსიდან, 456 ავტობუსმა (68%) ინსპექტირება ვერ გაიარა.




imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031