გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დონალდ ტრამპი - კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, აშშ-ის ადმინისტრაცია სერიოზულ გამოძიებას აწარმოებს

28-04-2020

კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, აშშ-ის ადმინისტრაცია სერიოზულ გამოძიებას აწარმოებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დონალდ ტრამპის თქმით, საზოგადოება დეტალებს შესაბამის დროს გაიგებს.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ჩინეთს შეეძლო კორონავირუსის შეჩერება, ვიდრე ის მთელ მსოფლიოს მოედებოდა.

„ბევრი გზაა, რითაც შესაძლოა, მათი პასუხისმგებლობა დადგეს. ჩვენ ძალიან სერიოზულ გამოძიებას ვაწარმოებთ და ჩინეთის კმაყოფილი არ ვართ. არ ვართ კმაყოფილი არსებული სიტუაციით, რადგან გვჯერა, რომ შესაძლებელი იყო ამის შეჩერება წყაროსთან. შეიძლებოდა მისი სწრაფად შეჩერება, რომ არ გავრცელებულიყო მთელ მსოფლიოში. ფაქტია, რომ ამ ქვეყანაში ამდენი ზედმეტი სიკვდილი იყო. ეს შეიძლებოდა გაჩერებულიყო და ცოტა ხნის წინ შეჩერებულიყო. მაგრამ ვიღაცამ დიდი ხნის წინ, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, არ გაეკეთებინა ეს. ამის გამო მთელი მსოფლიო იტანჯება, სულ მცირე, 184 ქვეყანა“, – თქვა ტრამპმა.

1tv.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930